პროექტის სახელი:

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება.


პროექტის მიზანი:

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების გაცნობა.
ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნას და სისტმურ გამოყენებას, ცოდნის და უნარჩვევების განახლებას.

პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ იმფორმაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. გამართავენ დისკუსიას საჭიროა თუ არა საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლაში,სხვადასხვა საგნებთან ისტ-ს ინტეგრირებული კურსის შესახებ საჭიროა თუარა, ეფექტურია ეს ინტეგრაცია? საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში, მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. აიღებენ ინტერვიუებს, დაამუშავებენ, შეაფასებენ და გაუკეთებენ ანალიზს მოპოვებულ ინფორმაციას.


მონაწილეთა ასაკი/ კლასები:

11-14 წელი/ VI, VII, VIII კლასები.


ვადები/ხანგრძლივობა:

3 თვე (ნებისმიერი) სასწავლო წლის განმავლობაში.

პროექტში შესაძლო აქტივობები კლასში:

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები:

o საფუძვლიანად დაეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას;

o მასალებს (წიგნებიდან, ინტერნეტიდან);

o კითხვარს ისტ-ს გამოყენების უარყოფით და დადებით მხარეებძე;

o გაუკეთებენ ანალიზს მოძიებულ მასალს, გამართავენ დისკუსიებს (აკრიტიკებენ ან იწონებენ გარკვეულ მოსაზრებებს, იცავენ გამოთქმულ აზრს და სხვა), შექმნიან ალბომებს და გაზეთებს (კედლის, ელექტრონულ და სხვა);

o თავიაანთ ნააზრევს და მოაწყობენ გამოფენებს;

o პრეზენტაციებს.


მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები მეტად განვითარდებიან, ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების
საფუძვლიან და მიზნობრივ გამოყენებას, მეტ ინფორმაციას მიიღებენ და შეძლებენ წარსულის აწმყოსთან დაკავშირებას. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
მოსწავლეები შეიძენენ ახალ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებასაც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ, იმ მიზნით, რომ გააკეთონ სწავლების, სპეციალობების და პროფესიული საქმიანობის მათთვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო არჩევანი, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. შეიქმნება საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ისტორიის ამსახველი ბლოგი.

o ფოტო ალბომი;
o საგამოფენო სტენდი;
o ბროშურები;
o ბუკლეტი;
o კედლის გაზეთები;
o გაზეთი/ჟურნალი;
o ჩანახატი, ესეები;
o ელექტრონული ჟურნალი;
o ვებ გვერდი;
o ბლოგი.



სარგებელი სხვებისთვის:

მოსწავლე ახდენს კომპიუტერის საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას, იყენებს საშუალებებს სხვადასხვა შეტყობინებების, განცხადებების გამოსაქვეყნებლად.
მათი საშუალებით მასწავლებლები გახდებიან უფრო აქტიურები ისტ-ს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების თვალსაზრისით, ასევე პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღების მხრივ.


სამუშაო ენა:

ქართული.


საგანთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტ; ისტორია; ხელოვნება;.

საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტერნეტში მასალების მოძიება, დამუშავება
პრეზენტაციების მომზადებით, სურათების ელექტრონული გალერეის მოწყობა,
ნამუშევრების და სურათების განთავსებით გაზეთის/ჟურნალის ელ.ვერსიის შექმნა, ბლოგში განთავსება.


ისტორია - საქართველოს და მსოფლიოს ისტორიული წყაროების გამოყენებით
საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობის კვლევა, ინფორმაციის მოძიება, განხილვა და მსჯელობა.

ხელოვნება - საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი)მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა.


პროექტის ფასილიტატორი :

ნინო დათიაშვილი.

ფასილიტატორის ელ. ფოსტა :


ცოტა რამ ჩემზე

Моя фотография
გორი, შიდა ქართლი, Georgia
სსიპ გორის №3 საჯარო სკოლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი.